ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი 5 LT

23.000

Description

„ხელისა და სხეულის დეზინფექტანტი“ არის ადამიანისთვის უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა/ბიო პროდუქტი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს / დაავადებათა კონტროლის ცენტრის და რეგისტრირებულია ევროკავშირის ქიმიური სააგენტოს ბიოციდთა ნუსხაში.
უპირატესობები:
ხელისა და სხეულის საიმედო და სწრაფი დეზინფექციის უზრუნველყოფა.
ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და მათ სპორებს, როგორებიცაა: (Enterobacter, Escherichia, Klebsiella, Salmonella, Staphylococcus, Enterococcus, Candida albicans, HBV, HIV, HCV, Herpes simplex, influenza A, SARS Coronavirus, Adenovirus, etc.)
ატენიანებს კანს და იცავს გაღიზიანებისა და გამოშრობისგან
შესაფერისია ჰიგიენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში როგორიცაა ჯანდაცვა, მრეწველობა, ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში, საექთნო საქმე, ჩვილთა მოვლა;
არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს
არ შეიცავს სპირტს, მავნე საღებავებს, არომატიზატორებს და სხვა ალერგიულ ნივთიერებებს.
დამზადებულია საქართველოში ევროპული ტექნოლოგიით
გამოიყენება:

კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებში
სამედიცინო დაწესებულებებში
საზოგადოებრივ ტრანსპორტში
კვების გადამამუშავებელ მრეწველობაში
კვების ობიექტებში (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები)
საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში)
პენიტენციალურ დაწესებულებებში
ლაშქრობებში და მოგზაურობისას
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული სითხე 99.99%, ქვექლოროვანი მჟავა HOCl – 0.01%,

გამოყენების წესი: დაისხურეთ და გადაინაწილეთ თანაბრად კანის ზედაპირზე 20-30 წამის განმავლობაში, დამუშავების პროცესში სხეულის ზედაპირი მთლიანად უნდა იყოს დატენიანებული სითხით. არ საჭიროებს ჩამობანვას, დაელოდეთ შეშრობას.

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.

პირველადი დახმარება: პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები: შეინახეთ თავდახურულ, ორიგინალ ჭურჭელში, მოარიდეთ მზის სხივებს.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 25 °C-მდე.
გაფრთხილება: მომატებული მგრძნობელობისას (კანის გაწითლება, ქავილის შეგრძნება) გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის ვადა: 1 წელი, გახსნიდან 3 თვე.